Skip to content
GST Legal
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისები
  • კონსულტაცია
  • ადვოკატის მომსახურება
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
ვმართავთ კომპლექსურ დავებს სწრაფად, ეფექტურად და თქვენზე მორგებული გრაფიკით
სანდოობა, ეფექტურობა და პროფესიონალიზმი ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპებია
ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი სანდო და გრძელვადიანი პარტნიორი და შევქმნათ განსაკუთრებული ღირებულება თქვენთვის

თქვენი ინტერესების დაცვა GST Legal-თან ერთად

თანამედროვე სამყაროში სამართლებრივი საკითხების მართვა ხშირად რთული და კომპლექსურია. ბიზნესს უნდა, რომ პარტნიორებთან კონტრაქტები სწორად იყოს შედგენილი, კერძო პირებს – ქონებრივი ან საოჯახო დავები მინიმალური რისკით გადაწყდეს, კომპანიებს – შრომითი ურთიერთობები კანონის შესაბამისად მოეწყოს ა.შ.

ამ პროცესებში იურიდიული მომსახურება აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც თავიდან აგარიდებთ სამართლებრივ პრობლემებს და დაიცავს თქვენს ინტერესებს.

სამართლებრივი პრობლემები ხშირად წარმოიქმნება მოულოდნელად და თუ დროულად არ მოხდება მათი გადაჭრა, შესაძლოა სერიოზული ფინანსური ან/და სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. კომპეტენტური ადვოკატის მომსახურება ამ რისკებს ამცირებს და ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას.

იურიდიული საკითხების დამოუკიდებლად მოგვარება შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რთულ კონტრაქტებს, კომპლექსურ დავებს ან სისხლის სამართლის საქმეებს. იურიდიული მომსახურება სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად და სამართლებრივი ინტერესების დასაცავად არის საჭირო.

პროფესიონალური იურიდიული დახმარება არა მხოლოდ მიმდინარე პრობლემების მოგვარებას გულისხმობს, არამედ პრევენციული ნაბიჯების გადადგმასაც მოიაზრებს, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესსა და კერძო პირებს თავიდან აიცილონ შესაძლო დავები.

სერვისები

სახელშეკრულებო სამართალი

საკორპორაციო სამართალი

შრომის სამართალი

ადმინისტრაციული სამართალი

საინვესტიციო სამართალი

სამშენებლო სამართალი

საბანკო სამართალი

გადახდისუუნარობის სამართალი

ინტელექტუალური სამართალი

კონკურენციის სამართალი

აღსრულების სამართალი

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

საგადასახადო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი

პრივატიზაცია

დეტალურად სერვისების შესახებ


იურიდიული კონსულტაცია და ძირითადი სამართლებრივი სერვისები

კომპანიები და ფიზიკური პირები ხშირად საჭიროებენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე დახმარებას. იურიდიული კონსულტაცია არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამარტივებს პრობლემის იდენტიფიცირებას და სწორი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას.

რა საკითხებზე შეიძლება დაგჭირდეთ იურიდიული კონსულტაცია? როგორც პირთა უფლებების დაცვის, ისე მხარეებს შორის დავების სწორად წარმართვის მიზნით  იურისტის პროფესიონალიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაწყებული ბიზნესპარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, დასრულებული ქონებრივი დავით - იურისტის კონსულტაცია და დახმარება ყველაფერში შეიძლება დაგჭირდეთ.

რას მოგიტანთ ადვოკატის მომსახურება? - იურიდიული დახმარების მიღებას რამდენიმე ძირითადი სარგებელი აქვს. პირველ რიგში, პროფესიონალის ჩართულობა პროცესებში გაძლევთ სამართლებრივი დაცულობის შეგრძნებას და იცით, რომ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კანონის მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სწორი სამართლებრივი სტრატეგიები რისკების პრევენციის გრძელვადიან გარანტიას გაძლევთ და, ამასთან, არსებულ გაუგებრობებსა თუ მნიშვნელოვან დავებს დროულად და ეფექტურად მოგიგვარებთ.

ჩვენი გუნდი

თათია ზირაქაშვილი

პარტნიორი, ადვოკატი

გიორგი გაგუა

პარტნიორი, დირექტორი

სოფიო მაჭავარიანი

ადვოკატი

რატომ უნდა მოძებნოთ პროფესიონალური სამართლებრივი დახმარება?

სამართლებრივი პროცესები ხშირად მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებასა და დეტალებზე ორიენტაციის სპეციფიკურ უნარჩვევებს. იურიდიული კომპანია GST Legal, რომელიც სხვადასხვა სფეროში მუშაობს, უზრუნველყოფს კომპლექსურ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სამართლებრივ რისკებს და მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს საჭიროებებზე.

ყველა, ვისაც სჭირდება ადვოკატის პროფესიონალური მომსახურება, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ იურიდიული საკითხების მოგვარებას გამოცდილ სპეციალისტებს მიანდობს. მსგავს მომსახურებას კი სწორედ GST Legal გთავაზობთ. ამიტომაც, ნუ დააყოვნებთ - დაუკავშირდით პროფესიონალთა გუნდს და მათ მიანდეთ თქვენი სამართლებრივი რისკების მართვა.

ბლოგი

7 მარ

რა ღირს ადვოკატის მომსახურება?

ადვოკატის მომსახურება ხშირად გაიგივებულია პრობლემის მოგვარებასთან - თუმცა, ეს ასე არ არის. პროფესიონალური სერვისი საჭიროა ბევრ ისეთ შემთხვევაში, რაც თავისთავად პრობლემატური...

დაგვირეკეთ

საკონტაქტო ნომერი

T: (+995) 599 08 78 76



მოგვწერეთ

EMAIL

g.gagua@gstlegal.ge

© All right reserved

Lawyer Zone by Acme Themes

Free Consultation